ოლდ ფირმი

Old Firm- ან უფრო კელტურად რომ ვთქვათ Auld Firm-, ასე ეწოდება გლაზგოში გამართულ საფეხბურთო მატჩსრომელსაც მთელი გლაზგო და არამარტო გლაზგო და მისი შემოგარენი, არამედ ყველა ის ადამიანი ელოდება, რომელმაც იცის თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ თამაშს და რამდენი რამეა თამვოყრილი ამ ერთი შეხედვით მხოლოდ და მხოლოდ 90-წუთის ხანგრძლივობის რაღაც საფეხბურთო მატჩში.

ამ მატჩში მონაწილეობას იღებენ გლაგზოს გუნდები სელტიკი და რეინჯერსი, მწვანე და ლურჯი მხარეები.

სელტიკიმეცხრამეტე საუკუნეში ირლანდიელი კათოლიკე ბერის მიერ დაარსებული გუნდია, მუდამ გაჭირვებული და ღატაკი ირლანდიელი ემიგრანტების ნავსაყუდელი და იმედის მომცემი ძალა ბებერ გლაზგოში. რათქმაუნდა სელტიკი გლაზგოს გუნდია და გლაზგო ეს შოტლანდიაა, ასევე ცხადია ისიც რომლისაბონის ლომებიყველანი მწვრთნელიან, ასისტენტიანად სქოთები იყვნენ. მაგრამ დიდწილად ამ გუნდის ისტორია, აწმყო და მომავალი მაინც სამ ფერიან დროშას უკავშირდება და სწორედ მისი და ძმა უილფრიდის მეოხებით არის შექმნილი მთელი მწვანე სამყარო.

რეინჯერსიეს შოტლანდიაა, მაგრამ ის არ არის უილიამ უოლასის მემბოხე შოტლანდია, არც რობერტ ბრუსის პერსონასთან აქვს რაიმე კავშირი და არც ფოლკრიკის ბრძოლასთან. რეინჯერსი სრულიად სხვანაირად გამოხატავს თავის შოტლანდიურობასარავითარ ირლანდიურ რესპუბლიკანიზმს და სამყურას ფოთოლს აქ ვერ შეხვდებით. მხოლოდ ლურჯი და წითელი! მრავლის მეტყველი წარწერა გერბზე Ready! ასობით მოგებული ტურნირი და აწეული თასი, გლაზგოს პირველი მცხოვრები და Unionismის მიმდევარი ფანობა თავის პროტესტანტული შეგნებით. ბევრად პრაგმატული და საქმეზე მორგებული მედროვე მექანიზმი, ვიდრე რომანტიზმით აღსავსე სელტიკი.

რასაკვირველია ამ თამაშის დროს მოედანზე არსებულ არანორმალურ ატმოსფეროს, ბევრი რამ უდევს საფუძვლად. რელიგიური, ეთნიკური და კლასობრივი კუთხით სელტიკსა და რეინჯერსს შორის ძალიან დიდი დიფერენციაა, აქედან გამომდინარე ოლდ ფირმის დღეს ქვეყანაში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების 55%- გლაზგოში ხდება.

პირველი შავკანიანი ფეხბურთელი ამ ორი გუნდიდან სელტიკში თამაშობდა, 50-იან წლებში გლენ ჰერონის სახით.

სულ ათამდე ფეხბურთელი თუ იქნება რომლებსაც ორივე გუნდის მაისური აქვთ მორგებულიმაგრამ ამათგან ყველაზე გახმაურებული მო ჯონსტონია რომელიც ნანტიდან 1989 წელს გადმოიყვანა მაშინ რეინჯერსის მთავარმა მწვრთნელმა გრემ სუნესმა, ეს იყო პირველი კათილოკე ფეხბურთელი რომელიც რეინჯერსში ჩაირიცხა. ჯონსტონი რეინჯერსში მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა რაც სელტიკისგან, დაბრუნებაზე უარი მიიღო.

სელტიკი რათქმაუნდა თავისი დიდებული “You’ll Never Walk Alone”-ით არის ცნობილი და ყოველი თამაშის წინ სელტიკ პარკზე ამ სიმღერას მღერიან კელტები. რეინჯერსსაც აქვს ძალიან კარგი ჰიმნი “Follow Follow”. რაღათქმაუნდა სხვა ბევრი ჩანტიც არის ამ გუნდების ქომაგთა განკარგულებაში. ჩანტებიც ისეთივე განსხვავებულია როგორც ეს ერთი ქალაქის ორი კლუბი.

რაც შეეხება მათ ევროთასებზე ასპარეზობას: რეინჯერსი პირველი ბრიტანული გუნდია რომელმაც ევროთასის ფინალში ითამაშა მაგრამ წააგო, 1961 წელს ფიორენტინასთან თასების თასის გათამაშება. 1967 წელს სელტიკი ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა რეინჯერსი კი თასების თასის ფინალში, სტეინის სელტიკმა ელინო ერერას დაუმარცხებელ ინტერს სძლია და გახდა პირველი ბრიტანული გუნდი რომელმაც ეს ტურნირი მოიგო, რეინჯერსმა კი ბაიერნთან ბავარიულ მიწაზე ნიუნბერგში წააგო უკვე რიგირთ მეორე ფინალი. 1972 წელს კი რეინჯერსი ისევ გადის თასების თასის ფინალში და ამარცხებს მოსკოვის დინამოს (იძახიან რომ რეინჯერსს ეს ფინალი მოაგებინეს). 1972 წლის შემდეგ დიდი პაუზა ჰქონდათ გლაზგოს გუნდებს (მანამდე ვეროპაში შოტლანდიიდან აბერდინმა და დანდი იუნაიტედმა მიაღწიეს რაღაც წარამტებას) და მხოლოდ 2003 წელს მოახერხა სელტიკმა უეფას თასის ფინალში გასვლა სადაც დამარცხდა პორტუსთან, 2008 წელს იგივე შედეგი რეინჯერსმა აჩვენა მაგრამ მანაც დათმო შეხვედრა პეტერბურგის ზენიტთან.

ამ გუნდებს ერთამნეთში აქვთ სულ 387-ი მატჩი ჩატარებული, აქედან 155-ი მატჩი მოგებული აქვს რეინჯერსს, 139-ი მატჩი მოგებული აქვს სელტიკს და 93-ი ფრედ დასრულდა.

კიდევ ძალიან ბევრის თქმა და დაწერა შეიძლება ამ გუნდებზე და გლაზგოს დერბიზე, უბრალოდ ერთ პოსტში ამ ყველაფერის დაწერას ძალიან დიდი დრო და ძალა უნდა ამიტომ ამ ეტაპზე შევწყვიტოთ ეს ჩვენი გლაზგოური ვოიაჟი.

2 comments on “ოლდ ფირმი

  1. Mikheil Basilaia ამბობს:

    “ბევრად პრაგმატული და საქმეზე მორგებული მედროვე მექანიზმი”

    “მედროვე” – ძალიან სუბიექტური მიდგომაა

  2. pirtskhelani ამბობს:

    ნუ სელტიკთან შედარებით ეგეთი და რა ვქნა 😀

დატოვე კომენტარი