წითელი ‘კინო’

რობი კინის რვა თვიანი ამბავი

robbiekeanebadge22007-08 წლების უტიტულო მაგრამ ტორესით გაბრუებული, არც თუ ისე ცუდი სეზონის შემდეგ პიტერ კრაუჩი გუნდიდან გაუშვეს, ფრანგულ ლიგებში მაწანწალად ქცეული, ერთ დროს “მეორე ზიდანი”  ლი ტალეკიც დაასვენეს და გაყიდეს,  კრაუჩს და ლი ტალეკს განათხოვრების წესით ანდრეი ვორონინიც მიჰყვა. ნათელი იყო, რომ გუნდი ტორესის მეწყვილედ მაღალი კლასის ფორვარდის ყიდვას აპირებდა – კრაუჩის შევსება კინით მოხდა, ხოლო ვორონინის არყოფნით “წარმოქმნილი ორმო” დავიდ ნ’გოგმა ამოავსო.  მაღალი კლასის ფორვარდში ბუნებრივია ნ’გოგი არ იგულისმებოდა.

პირველ ივლისს კინი ანფილდზე გამოჩნდა. ასევე, პირველ ივლისს გამოჩნდა ფოტოები სადაც 7-8 წლის რობი კინი ლივერპულის ‘კაშნით’ მოძრაობს ამავე სახელწოდების მქონე ქალაქის ქუჩებში. ავტოგრაფს ართმევს იან რაშს, ოლდრიჯს და სხვა ფეხბურთელებს. კინი ლივერპულელია! რაც ფანებში ორმაგად ზრდის ინტერესს, სიყვარულს და თანადგომას მის მიმართ. Continue reading

ფერგი, მეი და უაით სტრაიპსი

ფერგის პროლოგი: ტრიბუნალიდან – მარკ რობინსამდე  

1011თითქმის 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ალექს ფერგიუსონმა გაიანის ჯუნგლებში იჩხუბა. ფერგის სტ.მირენი, კარიბული ტურნეს ფარგლებში გაიანის ნაკრებს ხვდებოდა. მატჩის მიმდინარეობისას, სტ.მირენის ახალგაზრდა ფორვარდს – ბობი ტორენსს, ერთ-ერთი გაიანელი მცველი მაგრად ურტყავდა. ფერგიუსონის პროტესტზე, მსაჯი რეაგირებას არ ახდენდა. მორიგი ასეთი შეტაკებისას, გაიანელ მცველზე განრისხებული ფერგი, წამოხტა და თავის ასისტენტს – დეივ პროვანს უთხრა – “მორჩა, წავედი, ეს ნაბიჭვარი საზღვრებს სცდება”. მოედანზე შევარდნის და ჩხუბის შემდეგ ალექსა მოედნიდან გააგდეს.

გლაზგოელმა, მეორე ლიგის ქვედა ათეულში გაჭედილი სტ.მირენი, პირველ დივიზონში აიყვანა. მის პერიოდში, ლავ სტრიტზე დასწრება – 1,000 დან 20,000 მდე გაიზარდა. პირველად, სწორედ აქ, სტ.მირენში გამოჩნდა მისი განსაკუთრებული ინტერესი და ნდობა ახალგაზრდებისადმი. გუნდის საშუალო ასაკი 19 წელი იყო და კაპიტნად 20 წლის ტონი ფიცპატრიკი ჰყავდა არჩეული.  მიუხედავად პროგრესისა, სტ.მირენი დღემდე ერთადერთი კლუბია, რომელმაც ფერგიუსონი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლა. ფერგი გახდა ერთ-ერთი პირველი მწვრთნელი, რომელმაც კლუბის გადაწყვტილება გააპროტესტა და საქმე ინდუსტრიულ ტრიბუნალზე გაიტანა. კომისიას შრომით საკითხებში, ასეთი შემთხვევა, ჯერ არ ჰქონდა გნა Continue reading

კევინ ნოლანის ფეხბურთი

 პრემიერშიფის ‘ძაღლები’ ფეხბურთელთა უნიკალური კატეგორიაა – ჯეიმს ჰარპერი, შონ დევისი, დევიდ დანი, სკოტ პარკერი და ა.შ. მათ შორის იყო კევინ ნოლანიც. ბოლტონის სკინჰედი კაპიტანი და ‘ბიგ სემის’ ლეიტენანტი. მაშინ ეგეთი იყო – წაუგასქოინებდა. მარტო დიდ გუნდებთან და დერბიში – ბლექბერნთან იტანდა.

მახსოვს ნოლანის ევროპული საღამოები უეფას თასზე – საშინელ წვიმაში, ზენიტთან როგორ გამოაძრო 3 ქულა და მეგსონის პერიოდში, ალიანც არენაზე როგორ მიაწყო ერთმანეთს ლუსიო და მარსელ იანსენი.

მისი 12 გოლიანი 2003-04 წლების სეზონი, ფერგიუსონს არ გამოჰპარვია. ‘ნობიმ’ მანჩესტერს ტრაფორდზე ორჯერ გაუტანა და მას მერე აკვირდებოდა. ფერგის სატრანსფერო სიიდან, გუნდში ალან სმიტი და ლიამ მილერი მოხვდნენ. კლებერსონიც არსად გაუშვეს და ნოლანიც ბოლტონში დარჩა. მერე BBC-ზე თავისი ყოველკვირეული სვეტი ჰქონდა, სადაც მკითხველის წერილებს პასუხობდა და ასევე, საკუთარ აზრებს-ისტორიებს გადმოსცემდა სხვადასხვა საფეხბურთო ამბებთან დაკავშირე Continue reading

ნილ უორნოკი: ინგლისის ნაკრების მწვრთნელი

ნილ უორნოკი

 “მე მახსოვს ის დღე, როდესაც მათ იან ოგე ფიორტოფტი და ბრაიან დინი გაყიდეს. ეს ჰგავდა იმ შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტ კენედის ესროლეს” 

მატჩის მსაჯობა, რომელშიც ნილ უორნკის გუნდი მონაწილეობს – ალბათ ყველაზე დიდი უბედურებაა, რაც კი შეიძლება მსაჯს გადახდეს კარიერაში.

სამხრეთ იორკშირში არის ძალიან ძველი ქალაქი, ქალაქი სადაც საკლუბო ფეხბურთი დაიწყო, მუშათა ქალაქი, შონ ბინის, ჯო კოკერის, გორდონ ბენქსის  ქალაქი, ქალაქი სადაც ომის დასრულების შემდეგ ნილ უორნოკი გაიზარდა – შეფილდი! “თუ რაიმე ცუდად მიდის, ჩვენ ვამბობთ ამას. ნამდვილი იორკშირელია, პორტუგალიური აქცენტით.” 

“ცხოვრებაში გჭირდება ამბიცია, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მე გამიჩნდა ახალი – მე მინდა ვიყო ინგლისის ნაკრების მწვრთნელი” 

ნილ უორნოკი ინგლისურ ფეხბურთში 90იანი წლების დასაწყისში, თავის ჰადსერფილდით გამოჩნდა, სახელი გაითქვა იმ კონცერტით რომელიც  მან ლიდს როუდის გასახდელში მოაწყო. მთელი ათწლული გაატარა გუნდებში, სადაც ავტობუსის მძღოლი, მწვრთნელი, მინდვრის მუშა, მშობელი, დირექტორი, სკაუტი, მზარეული, ბილეთის მოლარე – ყველაფერი თვითონ იყო. ამდენი განსაცდელის შემდეგ, როგორც იქნა მოხვდა სამოთ Continue reading

უელსი კლავს

 ინგლისელები, შოტლანდიელები, ოლსტერები და ულესელები შეიკრიბნენ დროშის საკითხზე. ყველამ თავის სიმბოლო ჯვარი გადმოიღო და დადო, უელსის ჯერი დადგა. უელსელებმა “იუნიონ ჯეკს” დაადედს დიდი წითელი დრაკონი. გასაგებია რომ სიმბოლოა, მაგრამ რა დრაკონი.. ხო გაქვს ალტერნატივის უფლება. მაგრამ უელსელებს დღემდე დროშაზე აქვთ წითელი დრაკონი.

უელსის ნაციონალური ჰიმნი  ‘Hen Wlad Fy Nhadau’ იგივე ‘Land of My Fathers’ უფრო საშობაო სიმღერად აღქვავს ადამიანი, ვიდრე რომელმიე ქვეყნის ჰიმნად და თითქმის არაფრით არ განსხვავდება, შოტლანდიური ძველი საახალწლო სიმღერისგან Auld Lang Syne. უელსს პოლიტიკური თავისუფლება 1282 წლიდან არ ღირსებია, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ 1282 წლიდან უელსს ლონდონი მართავს.  ეკონომიკა ჯოგინგის მოყვარულებზე დგას, ეს იმას ნიშნავს რომ ეკონომიკა არ ააქვთ. Continue reading

შოტლანდიური სამწვრთნელო საქმე, ანუ “ბოსების” სამჭედლო

სამი მეფე

ბევრ დიდებულ პერსონას გადაულახავს “ადრიანას კედელი”, ჩასულა მანჩესტერში, ლივერპულში, ლონდონში და სასწაული მოუხდენია. სულაც დარჩენილა გლაზგოში და კიდევ უფრო ჩრდილოეთით დანდიში. მეტ ბასბი, ბილ შენკლი, ჯოკ სტინი, ჯიმ მაკლინი, ალექს ფერგიუსონი, ტომი დოჰერტი, კენი დალგლიში – ეს იმ მწვრთნელთა ჩამონათვალია, რომლებიც ბრიტანული ფეხბურთის სიმბოლოებად იქცნენ, ზოგი მათგანი დღემდე ცოცხალი სიმბოლოა.

შოტლანდიელ მწვრთნელთა უმეტესობას აქვს ერთი თვისება, ისინი არ მიდიან გუნდიდან მანამ, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანენ. სანამ არ დაინახავნ, რომ გუნდში საჭიონი აღარ არიან. თავიდან მოვყვეთ: სელტიკის პირველი მწვრთნელი, უილ მეილი გუნდს 43 წელი ედგა სათავეში (1897—1940), რიგით მესამე მწვრთნელი ჯიმი მაკგრორი 20 წელი. რეინჯერსს ბილ სტრუთი 34 წელი თავკაცობდა (1920-1954), მეტ ბასბი მანჩესტერ იუნაიტედს ჯამში 25 წლის მანძილზე ედგა სათავეში (1945-69, 1970-71). ბილ შენკლიმ ლივერპულის შენებას 15 წელი მოანდომა (1959-74), ტომი დოჰერტი ესე დიდი ხნით, არსად გაჩერებულა, მაგრამ თითქმის 20 წელიწადი იმუშავა ინგლისის ტოპ დივიზიონის გუნდებში (ჩელსი, ქპრ, მანჩესტერი და ა.შ.), ჯიმ მაკლინი 22 წელი იდგა დანდი იუნაიტედის სამსახურში (1971-93) და ბოლოს ალექს ფერგიუსონი, აგერ უკვე ოცდამეხუთე სეზონი იწურება მას შემდეგ, რაც პირველად შედგა ფეხი კერინგტონის ბაზაზე.

დღეს დღეობით ინგლისის ოთხ პროფესიულ ლიგაში, ჯამში 13 შოტლანდიელი მწვრთნელი მუშაობს, აქედან ექვსი პრემიერლიგაში. შოტლანიაში ორი სახის დაჯილოდოვება არსებობს, “შოტლანდიის საუკეთესო მწვრთნელი ჟურნალისტთა ვერსიით” და “შოტლანდიის საუკეთესო მწვრთნელი პროფესიული საფეხბურთო Continue reading

გარეტ ზაზაევიჩი

გარეტ საუთგეიტი ახალ პოსტზე

გარეტ საუთგეიტი ახალ ამპლუაში მოგვევლინა. იგი ამაყად აცხადებს, რომ შეძლებს ინგლისის ნაკრებსა და ინგლისურ საკლუბო ფეხბურთს შორის კავშირის დამყარებას, ხიდების აშენებას, ურთიერთობების გათბობას და ა.შ. მაგრამ ეს გეგმის მხოლოდ მცირედი ნაწილია.

მოკლედ, ნაციონალურ საფეხბურთო ცენტრში, რომელიც ამჟამად ბარტონში  დისლოცირდება, აქვს ესეთი დარგი სახელად “ელიტ განვითარების პროგრამა” რომლის თავკაცად დაინიშნა საუთგეიტი. ის ამბობს, რომ ინგლისმა უნდა აღზარდოს და აქცენტი გააკეთოს ისეთ ფეხბურთელებზე, რომლებსაც შეეძლებათ ბურთის დაჭერა, ექნებათ კარგი ტექნიკა და იქნებიან კრეატიულები. მაგალითისთვის ესპანეთის ნაკრები და ბარსელონა მოჰყავს და მათ მოდელზე გადასვლის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი სამუშაო არ იქნება ლოკალური, საუთგეიტი მოედება მთელ ევროპას, გაუშვებენ ესპანეთში, საიდანაც “ფასდაუდებელ” ინფორმაციას ჩაიტანს კუნძულზე!

ერთხელ პელემ თქვა ჯიმ ბაქსტერზე, სად გყავდათ ეს კაცი, სად მალავდითო? და ჟურნალისტმა რეინჯერსშიო უთხრა. ანალოგიური შემთხვევაა აქაც, სად გყავდათ საუთგეიტი, სად მალავდით? მიდლსბროში?

საუთგეიტის აზრით, მწვრთნელები როდესაც ფეხბურთელებს ნაკრებში უშვებენ, ისინი მათ არ აძლევენ სრულ თავისუფლებას და მითითებებით უბღალავენ ეროვნულ ღირსებას. სწორედ ამიტომ გარეტ მართალი აპირებს, პრემიერლიგის მწვრთნელთა დარწმუნებას იმაში, რომ ნაკრებში საშიში არაფერი, რო Continue reading