1980: ნოტინგემ ფორესტი

 

ჯონ მაკგოვერნი

1980 წლის ფინალში,  ნოტინგემი გამარჯვების შემთხვევაში, ზედიზედ მეორედ დაეუფლებოდა ჩემპიონთა თასს და გაიმეორებდა მისი ქანთრი მეიტი ლივერპულის შედეგს. ჰამბურგი კი  არსებობის მანძილზე პირველად  მივიდა ამ ტურნირის ფინალამდე და იმ დროისთვის, არსებული რესურსიდან გამომდინარე ფავორიტადაც ითვლებოდა.

თამაში დაიწყო, კომენტატორის და მოწვეული სტუმრის გაყოფა ერთმანეთისგან არ გამჭირვებია, ორივე ხმა ჩემთვის კარგად ნაცნობი აღმოჩნდა. კომენტატორი რაღთქმაუნდა ლეგენდარული ჯონ მოტსონი იყო, მოწვეული სტუმარი კი თავის როხროხა ხმითა და ჩვეული ემოციურობით საუბრობდა, ეს რათქმაუნდა ჯეკ ჩარლტონი იყო. ტურნირის მოქმედი ჩემპიონზე ლივერპულზე გამარჯვებული ჩვენი დინამო თბილისი  რეპორტაჟის დასაწყისშივე ახსენეს, შეაქეს და აქვე რუსულ კლუბადაც მოიხსენიეს

დასაწყისისთვის უნდა აიღინიშნოს, რომ ნოტინგემი მთელი საღამო თავს იცავდა.  ჰამბურგის შემტევი ხაზი გაცილებით ძლიერი ფეხბურთელებით იყო დაკომლექტებული ვიდრე ნოტინგემის, რაც მატჩის შედეგზე ვერა მაგრამ თვითონ თამაშის მიმდინარეობაზე ნათლად აისახა. მაგათი, კიგანი, იურგენ მილევსკი, ჰრუბეში და სხვები, მოსვენებას არ აძლევდნენ და აწამებდნენ მინდორზე ნოტინგემის მცველებს და მათ წინ მდგომ გუნდის კაპიტანს შოტლანდიელ ჯონ მაკგოვერნს.

ნოტინგემის მცველებმა შოტლანდიელმა კენი ბარნსმა და მისმა მეწყვილემ ლარი ლოიდმა მაგრად ითამაშეს. კენი ბარნსის თამაში, სამაგალითოა ნებისმიერი დამწყები ფეხბურთელისათვის, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბარნსი ამპლუით სუფთა მცველი არ ყოფილა, საუბარი არ არის კონკრეტულად ცენტრალურ მცველზე. ბირმინგემში იგი ცენტრ ფორვარდზე თამაშობდა და როდესაც კლაფმა და ტეილორმა ის “ფორესტში” გადმოიყვანეს, უკან დახიეს, დაცვითი ზოლის ცენტრალურ ზონაში.

იმ დროს, ნოტინგემში დღევანდელი ასტონ ვილას და წარსულში სელტიკის მწვრთნელი ჩვენთვის კარგად ნაცნობი მარტინ ო’ნილი ბურთაობდა. რომელმაც ვერ ვიტყვი, რომ დიდად თავი დამამასხოვრა თამაშიდან, მაგრამ თავის საქმეს აკეთებდა. არ შეიძლება, რომ არ აღინიშნოს პიტერ შილტონის დიდებული თამაში და უშეცდომო გამოსვლები და რამოდენიმე ურთულესი სეივი ახლო დისტანციიდან. რაც შეეხება გოლს… გოლი თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, რათქმაუნდა “ფორესტის” კონტრშეტევას მოჰყვა, სქოთმა ჯონ რობერტსონმა საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი, დახვეწილი, დაბალი დარტყმით გადაგზავნა ბურთი რუდოლფ კარგუსის კარში.

მოკლედ, ჰამბურგმა ძალიან ბევრი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, ვერ გამოიყენა ასევე ის უდიდესი ტერიტორიული უპირატესობა, რომელსაც მთელი თამაშის მანძილზე ფლობდა, ვერ გამოიყენა ის რესურსი, რაც ამ გუნდს მაშინ გააჩნდა. ნოტინგემს გოლის გარდა ჰქონდა კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი, როდესაც თამაშში “ფორესტის” ერთადერთმა ნომინალურმა ფორვარდმა ჯერი ბრიტლსმა ფეხებშუა გაუტარა ბურთი თუ არ ვცდები მანფრედ კალცს და ერთი-ერთზე დარჩა მეკარესთან, მაგრამ ვერც დარტყმა გადაწყვიტა, ვერც კარგუსის მოტყუება და შანსი დაიკარგა.

კლაფი რათქმაუნდა შემტევი ფეხბურთის მოყვარული იყო, მაგრამ არც ისეთი მოყვარული რომ კიგანის, ჰრუბეშის, მილევსკის, მაგათის და ამ მაშინდელი მსოფლიოს და ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავების წინააღმდეგ ის თამაში ეთამაშა რასაც ინგლისის ჩემპიონატში თამაშობდა გრინვუდის ვესტ ჰემის წინააღმდეგ. ყოველივე ეს მის თავშიც და რეალობაშიც ლოგიკურად აეწყო, რათქმაუნდა გაუმართლათ კიდეც. ამ ყველაფრის შედეგად ნოტინგემ ფორესტი ზედიზედ მეორედ დაეუფლა ევროპის ჩემპიონთა თასს და იმ წელს, ლივერპულთან ერთად გახდა მეორე ბრიტანული გუნდი რომელმაც ეს ტურნირი ორჯერ მოიგო.

ასევე, ამ მოგებით ნოტინგემი გახდა ერთადერთი კლუბი, რომელსაც ევროპის ჩემპიონთა თასი უფრო მეტჯერ აქვს მოგებული, ვიდრე ქვეყნის პირველობა.

1 comments on “1980: ნოტინგემ ფორესტი

  1. Tornike ამბობს:

    ბარნსის დახასიათება მომეწონა : D თამაშის გარჩევაც კარგი იყო, უფრო მეტ ძველ თამაშს უნდა ვუყუროთ ხოლმე, ზოგადად ფეხბურთის უკეთ ჩაწვდომას უწყობს ეგ ხელს.

დატოვე კომენტარი