Pirtskhelani's Blog

ნილ უორნოკი – ინგლისის ნაკრების მწვრთნელი

with 2 comments

ნილ უონორკი

 ”მე მახსოვს ის დღე, როდესაც მათ იან ოგე ფიორტოფტი და ბრაიან დინი გაყიდეს. ეს ჰგავდა იმ შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტ კენედის ესროლეს” 

იმ მატჩის მსაჯობა, რომელშიც ნილ უორნკის გუნდი მონაწილეობს – ყველაზე დიდი უბედურება რაც კი შეიძლება მსაჯს გადახდეს კარიერაში. სამხრეთ იორკშირში არის ძალიან ძველი ქალაქი, ქალაქი სადაც საკლუბო ფეხბურთის აკვანი დაირწა, მუშათა ქალაქი, შონ ბინის, ჯო კოკერის, გორდონ ბენქსის  ქალაქი, ქალაქი სადაც ომის დასრულების შემდეგ ნიულ უორნოკმა ფეხი აიდგა , შეფილდი! “თუ რაიმე ცუდად მიდის, ჩვენ ვამბობთ ამას. ნამდვილი იორკშირელია, პორტუგალიური აქცენტით” 

“ცხოვრებაში გჭირდება ამბიცია, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მე გამიჩნდა ახალი. მე მინდა ვიყო ინგლისის ნაკრების მწვრთნელი” 

ნილ უორნოკი ინგლისურ ფეხბურთში 90იანი წლების დასაწყისში თავის ჰადსერფილდით გამოჩნდა, სახელი გაითქვა იმ კონცერტით რომელიც  მან ლიდს როუდის გასახდელში მოაწყო. მთელი ათწლული გაატარა გუნდებში სადაც ავტობუსის მძღოლი, მწვრთნელი, გრანუნდს მენი, მშობელი, დირექტორი, სკაუტი, მზარეული, “ფან შოპის” ჯიხურის მოლარე, ყველაფერი თვითონ იყო.  მაგრამ ამდენი ტანჯვისა და ვარამის შემდეგ, როგორც იქნა მოხვდა სამოთხეში, შეფილდში! ოღონდ არა “უენსდი”, არამედ იუნაიტედი! მსოფლიოში ყველაზე ძველი საფეხბურთო არენის “ბრამალ ლეინის” მესაკუთრე გუნდი. ხოდა სამოთხეში ღმერთსაც შეხვდა და ბევრ საფეხბურთო საიდუმლოებას ეზიარა. “მე არ შემიძლია ზუსტად იმის თქმა რას განვიცდი, მაგრამ მე ვფიქრობ პოლი საუკეთესო იყო არსენალის შუახაზში. ჩვენ ვნახეთ როგორ გამოვიდა ის მეორე ტაიმში მინდორზე, როგორ იღიმოდა, უხაროდა ფეხბურთის თამაში. ჩემი აზრით ის უნდა მოკვეთონ ლიგიდან!”

მთავარი მისი ღირსება და ტიტული გალხავთ 7 დაწინაურება. შვიდჯერ, ექვსი სხვადასხვა კლუბი აიყვანა რანგით უფრო მაღალ დივიზიონში. ამ შვიდგზის დაწინაურებას, ახლდა ლიგიდან გავარდნაც, მაგალითად: 2007 წელს უორნოკის შეფილდ იუნაიტედი დიდი ბრძოლის შემდეგ პრემიერლიგიდან ვარდება. შეფილდი მაშინ გადარჩენისათვის, უიგანთან და ფულემთან იბრძოდა. ბოლოს წინა ტურში ფუელემი მასპინძლობს ლივერპულს, სადაც მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამო, რაფაელ ბენიტესი ათამაშებს მეორე შემადგენლობას, ლიდერებს ასვენებს. ფულემი თამაშს იგებს, პრემიერლიგაში აგრძელებს ასპარეზობას. უორნოკი და მისი შეფილდი ჩემპიონშიფში გავარდნენ. “მე ჯერ კიდევ განადგურებული ვარ, იმედი მაქვს ლივერპული ვერასდროს ვერაფერს ვერ მოიგებს ბენიტესის ხელში. მე მომწონს ლივერპულის როგორც კლუბი, მაგრამ მოხარული ვიქნები თუ მათ ტიტულის გარეშე ვიხილავ. კიდევ ერთხელ, იმედი მაქვს ბენიტესი ვერასდროს ვერაფერს ვერ მოიგებს.” ამ ფაქტიდან დაახლოებით 4 წელი გავიდა და ნილ უორნოკი კვლავ დაუბრუნდა პრემიერლიგას.

“შეხედეთ სამხრეთ ამერიკელებს. ჩვენ რაღაც დავკარგეთ ევროპაში, ეს მენტალური პრობლემაა. ჩვენ ყოველდღე ვშრომობთ იმისათვის რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ – კომპიუტერები, ნინტენდო ds და ა.შ. გასული უქმეები გავატარე შოტლანდიაში და მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები სინამდვილეში არაფერს  ნიშნავს. ვწყდებით რეალობას და გვავიწყდება რა არის მნიშვნელოვანი, ეს აისახება ალბათ ფეხბურთის თამაშზეც”   

მშობლიურ შეფილდში გატარებული 8 სეზონის შემდეგ, ურონოკი ლონდონისაკენ დაიძრა. ჯერ კრისტალ პალასში მოსინჯა ძალები, სადაც არაფერი არ გამოუვიდა, შემდეგ მახლობლად ქუინზ პარკ რეინჯერსს მოჰკიდა ხელი. ქუინზ პარკში უორნოკმა ძალიან კარგად იმუშავა. კარგი გუნდი დააყენა, დამაჯერებლად მოიგო ჩემპიონშიფი და პრემიერლიგაშიც ღირსეულად დგას მისი ლოფტუს როუდი.

“აქ არ არის იუმორი, ინგლისი ნაკრების გასახდელში არ არის იუმორი. ძნელია ფეხბურთელების მოტივირება იუმორის გარეშე” 

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია ფაბიო კაპელოს კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს. დიდი მსჯელობა მიდის იმის შესახებ თუ ვინ ჩაიბარებს ნაკრებს, მაგრამ ერთი რამე ნათელია, ეს “ვინმე” აუციელაბლად ინგლისელი იქნება. არიან კანდიდატურები, მათ შორის ყველაზე პოპულარული ჰარი რედნაპია, მაგრამ ტოტენჰემის ბოსს “სამხრეთის მარგალიტს” გადაწყვეტილება მიღებული არ ააქვს. არის ასევე როი ჰოჯსონი, რომელიც კვალიფიკაციით ყველაზე მეტად შეესაბამება ამ პოსტს. არის სემი ელედრდაისიც, ლაპარაკი დაიწყეს ალან პარდიუზეც, მარტინ ონილზეც, მაგრამ აი რას ფიქრობს მთავარი კანდიდატი ჰარი რედნაპი: მან (ნიულ უორნოკმა) იცის ფეხბურთელებთან მუშაობა, იცის მათი აღმოჩენა და შემდეგ გამოყენება. თუ შენ გყავს კარგი ფეხბურთელები, შენ გაქვს შანსი. მე ვფიქრობ ნილმა ძალიან კარგად იმუშავა ქუინ პარკში.  ის ნამდვილად გამოდგება ამ სამუშაოსთვის.

“მე ვიცი, არ მაქვს საერთაშორისო დონის და ჩემპიონთა ლიგის გამოცდილება. მაგრამ მე ვფიქრობ ეს არ არის გადამწყვეტი. სამაგიეროდ ფეხბურთელებს ააქვთ. ერთადერთი რამ რაც ინგლისის ნაკრებს აკლდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ეს იყო იუმორის გრძნობა. ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები, ვიცით, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ ავლენს თავის შესაძლებლობებს.” 

ნილ უორნოკი ამტკიცებს, რომ ინგლისის ნაკრებს სჭირდება იუმორი. ფაბიო კაპელოს კულტურული და ენობრივი ბარიერი არ აძლევს იმის საუშალებას რომ “ინგლისელ ბიჭებთან” გახსნილად იმუშაოს. თვლის რომ როი ჰოჯსონი გამოუსადეგარია, რადგან ლივერპულიდან გააგდეს, პარდიუ ახალგაზრდაა და ა.შ.  ადამიანს აქვს კონკრეტული პროგრამა, გეგმა – “იუმორი”, იუმორი ინგლისის ნაკრებში! რედნაპი კიდევ მოასწრებს ერთი-ორი სამხრეთული გუნდის ფეხზე დაყენებას, პარდიუ ვენგერს კიდევ მოუშლის ნერვებს, ჰოჯსონი კიდევ გაიყვანს მსოფლიოზე  კირიბატის, მაგრამ ნილ უორნოკს ინგლისის ნაკრები მოითხოვს! ახლოვდება ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატი, ახლოვდება ის წუთებიც როდესაც უორნოკი გულზე სამი ლომით შეაბიჯებს უემბლიზე, მალე დადგება დრო როდესაც მარაკანაზე მის სახელს გაიგონებთ. 7 დაწინაურება! ბრამალ ლეინის ბრძოლა! შემდეგი გაჩერება ინგლისური ფეხბურთის გული, ლანკასტერის გარიბჭე!

Written by George

November 4, 2011 at 4:30 pm

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. saintereso iyo, : ))

    raghacit shemecoda es kaci : ((

    tyler durden

    February 21, 2012 at 6:17 pm

  2. : ))))

    George

    February 23, 2012 at 8:38 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.