Pirtskhelani's Blog

უელსი კლავს

with 3 comments

 ინგლისელები, შოტლანდიელები, ოლსტერები და ულესელები შეიკრიბნენ დროშის საკითხზე. ყველამ თავის სიმბოლო ჯვარი გადმოიღო და დადო, უელსის ჯერი დადგა. უელსელებმა “იუნიონ ჯეკს” დაადედს დიდი წითელი დრაკონი. გასაგებია რომ სიმბოლოა, მაგრამ რა დრაკონი.. ხო გაქვს ალტერნატივის უფლება. მაგრამ უელსელებს დღემდე დროშაზე აქვთ წითელი დრაკონი.

უელსის ნაციონალური ჰიმნი  ‘Hen Wlad Fy Nhadau’ იგივე ‘Land of My Fathers’ უფრო საშობაო სიმღერად აღქვავს ადამიანი, ვიდრე რომელმიე ქვეყნის ჰიმნად და თითქმის არაფრით არ განსხვავდება, შოტლანდიური ძველი საახალწლო სიმღერისგან Auld Lang Syne. უელსს პოლიტიკური თავისუფლება 1282 წლიდან არ ღირსებია, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ 1282 წლიდან უელსს ლონდონი მართავს.  ეკონომიკა ჯოგინგის მოყვარულებზე დგას, ეს იმას ნიშნავს რომ ეკონომიკა არ ააქვთ.

დედოფალი ვიქტორიადან მოყოლებული უელსის ნაციონალური, დაშტამპული, დამტკიცებული სპორტია რაგბი. რა შედეგი აქვთ უელსელებს რაგბის მსოფლიო ჩემპიოანტზე: 1987  - ნახევარფინალი, 1991 – ჯგუფში ჩარჩნენ, 1995 – ჯგუფში ჩარჩნენ, 1999 – მეოთხედფინალი, 2003 – მეოთხედფინალი, 2007 – ჯგუფში ჩარჩნენ. არადა ზედ აკვდებიან რაგბის, მილენიუმიც კი აუშენეს ამ სპორტს, თან ისე, რომ უემბლიზე თითქმის ათჯერ იაფი დაუჯდათ და თუ არ აღემატება არაფრით არ ჩამოუვარდება ინგლისური ფეხბურთის სიმბოლოს. მილენიუმის აშენებას მოჰყვა საზარელი და ყოვლად შეურაცხადი აქტი. არავინ, დედამიწის ზურგზე არავინ არ დაანგრევა “ნინიან პარკს” უელესლების გარდა. ნინიან პარკი იყო ბოლო, ხელშეუხებელი და ლეგენდად ქცეული ციხესიმაგრე ბრიტანეთში, პატარა კუბა. უელსური ფეხბურთის სიმბოლო და მართლა მაგარი სტადიონი, რომელის ადგილზეც დღეს სახლებს აშენებენ. კარდიფი თითქმის მთელი 100 წელი თამაშობდა ნინიანზე და დღეს რაღაც, ახლად აშენებულ, მოდერნიზებულ ასანთის კოლოფში თამაშობს.

უელსურ სამზარეულოზე ბევრს ვერ დავწერთ, რადგან ინგლისურისგან განსხვავებით, როგორც ესეთი  ‘უელსური სამზარეულო’  ბუნებაში ეგეთი რამე არ არსებობს. ეხლავე მიხვდებით რატომ, ეს არის ერთ-ერთი ცნობილი უელსური ნაციონალური კერძი . ან “კერძი”.

უელსი კინომატოგრაფიაში, ყველაზე დიდი დოზით ჯონ ფორდის 5 ოსკარის მფლობელ ფილმში გვხვდება ‘როგორი მწვანე იყო ჩემი ველი’ მორინ ოჰარას მონაწილეობით. ფილმში უხვად შეხვდებით ცნობილ უელსურ ფოლკლორს, ყოვლად გაუგებარ აქცენტზე მოლაპარაკე მეშახტე/მეოჯახე უელსელებს და ‘წითლებს’, რომლებიც პროფკავშირის ჩამოყალიბებას ცდილობენ. ანუ The Grapes of Wrath-ის ბრიტანული ვერსიაა. მოქმედება უელსში ხდება – ერთადერთი მინუსი რაც ფილმს ააქვს.

უელსს არ ააქვს დროშა, არ ააქვს ჰიმნი, არ ააქვს ეკონომიკა, არ ააქვს სამზარეულო, აღარ ააქვს ნინიან პარკი, ბრიტანეთის არმიაში უელსი ისევეა, როგორც პედრო ბარსელონაში. რაგბში ვერაფერს ვერ იგებენ, ფეხბურთში საქართველოსთან 5-0 აგებენ, უელსმა შვა რობი სევიჯი, უელსმა შვა ტომ ჯონსი, კარდიფ სიტი, 3 მილიონად შეფასებული დინ სანდერსი, უელსის წამყვანი გუნდები უელსში არ თამაშობენ

უელსელებს ეამაყებათ ესეთი რაღაცეების: ყველაზე ძველი სათვისტომო ამერიკაში, ნიუ იორკ თაიმსი უელსელი დაარსებულია, რკინას მოვიპოვებთ, ქვანახშირს მოვიპოვებთ, ყველაზე დიდი ბოტანიკური ბაღები გვაქვს, მაიკლ ჯექსონი უელსელი იყო და ა.შ.

აქედან შეგვიძლია ერთი დასკვნა გამოვიტანოთ, ზოგადად უელსელების ერთადერთი საზრუნავი, რაზეც ეს ერი მუშაობს, ეს ფეხბურთელების გაფუჭებაა. უელსის ნაკრებში თამაში და შენი პლანკის დაცემა ერთიდაიგივეა. მოვყვეთ შორიდან, ბილი მერედიტი, მანჩესტერის ადრეული ხანის ვარსკვლავი და თავის დროის გიგსი, რომელიც 25 წელი თამაშობდა უელსის ნაკრებში. ჯონ ჩარლზი, ადამიანი რომელიც 1997 წელს იუვენტუსის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე ფანებმა გუნდის ყველა დროის ყველაზე ძლიერ ლეგიონერად დაასახელეს. ტერი იორატი, დირთი ლიდსის ერთ-ერთი ბურჯი. ჯონ ტოშაკი, წარდმოგიდგენიათ ‘ტოშკა+კიგანი’ ნაკრებში, ყოველგვარი შესწორების გარშე პირდაპირ გადაგაქ. რათქმაუნდა იან რაში, შემზარავია იმის წარმოდგენა თუ რა იქნებოდა მეტოქისთვის რაში-ლინეკერის დუეტი. მარკ ჰიუზი, ტერვორ ფორდი, დინ სანდერსი და რაღათქმაუნდა რაიან გიგსი, რომლის რაგბისტმა მამა მაინცდამაინც უელსელი ცოლი მოიყვანა და მაინცდამაინც მაგათ ვერ აეწყოთ ურთიერთობა.

უელსური ფეხბურთის ერთადერთი ნათელი წერტილი 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატია (ნუ კარდიფის ნახევარფინალს თუ არ ჩავთვლით თასების თასზე), როდესაც მეტ ბასბის ასისტენტმა ჯიმი მერფიმ უელსი შვედეთში ჩაიყვანა და საკმაოდ ნორმალურად ითამაშეს. აარონ რემსი, ბეილი და მაგათი თაობაც შეისრუტეს. მოვუწოდებ  იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უელსის სხვადასხვა ასაკობრივ  ნაკრებებში თამაშობენ… არ გინდათ!

ფრედ ცინემანის 6 ოსკარსის მფლობელ ფილმში A Man for All Seasons (რომელსაც არანაირი 6 ოსკარი არ ეკუთვნის). სერ თომას მურის სასამართლო პროცესზე, პოლ სკოფილდი ჯონ ჰარტის პერსონაჟს რიჩარდს (რომელიც მურის ღალატის საფასურად  კრომველმა უელსის მთავრად დანიშნა) ეკითხება: რატომ რიჩარდ, ადამიანმა შეიძლება გაყიდო სული მთელი სამყაროსთვის… მაგრამ უელსისთვის?

უელსისთვის?

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. აუუუ კერძი რა მაგარი იყო : ))))))))))

    თორნიკე

    August 8, 2011 at 12:26 pm

  2. მშვენიერი პოსტია : ))))

    ისე, ნაკრებს რაც შეეხება, მაქვს მაგათი იმედი. არა მხოლოდ ბეილის გამო. არც ვიცი ვინაა მენეჯერი, მაგრამ მაგის ბრალი იქნება ყველაფერი

    Beso

    August 8, 2011 at 10:19 pm

  3. მადლობა : )) გარი სპიდი არის ეხლა მაგათი მწვრთნელი. სპიდის ხელში არამგონია რამე შეძლონ


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.