Pirtskhelani's Blog

შოტლანდიური სამწვრთნელო საქმე, ანუ “ბოსების” სამჭედლო

leave a comment »

სამი მეფე

ბევრ დიდებულ პერსონას გადაულახავს “ადრიანას კედელი”, ჩასულა მანჩესტერში, ლივერპულში, ლონდონში და სასწაული მოუხდენია. სულაც დარჩენილა გლაზგოში და კიდევ უფრო ჩრდილოეთით დანდიში. მეტ ბასბი, ბილ შენკლი, ჯოკ სტინი, ჯიმ მაკლინი, ალექს ფერგიუსონი, ტომი დოჰერტი, კენი დალგლიში – ეს იმ მწვრთნელთა ჩამონათვალია, რომლებიც ბრიტანული ფეხბურთის სიმბოლოებად იქცნენ, ზოგი მათგანი დღემდე ცოცხალი სიმბოლოა.

შოტლანდიელ მწვრთნელთა უმეტესობას აქვს ერთი თვისება, ისინი არ მიდიან გუნდიდან მანამ, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანენ. სანამ არ დაინახავნ, რომ გუნდში საჭიონი აღარ არიან. თავიდან მოვყვეთ: სელტიკის პირველი მწვრთნელი, უილ მეილი გუნდს 43 წელი ედგა სათავეში (1897—1940), რიგით მესამე მწვრთნელი ჯიმი მაკგრორი 20 წელი. რეინჯერსს ბილ სტრუთი 34 წელი თავკაცობდა (1920-1954), მეტ ბასბი მანჩესტერ იუნაიტედს ჯამში 25 წლის მანძილზე ედგა სათავეში (1945-69, 1970-71). ბილ შენკლიმ ლივერპულის შენებას 15 წელი მოანდომა (1959-74), ტომი დოჰერტი ესე დიდი ხნით, არსად გაჩერებულა, მაგრამ თითქმის 20 წელიწადი იმუშავა ინგლისის ტოპ დივიზიონის გუნდებში (ჩელსი, ქპრ, მანჩესტერი და ა.შ.), ჯიმ მაკლინი 22 წელი იდგა დანდი იუნაიტედის სამსახურში (1971-93) და ბოლოს ალექს ფერგიუსონი, აგერ უკვე ოცდამეხუთე სეზონი იწურება მას შემდეგ, რაც პირველად შედგა ფეხი კერინგტონის ბაზაზე.

დღეს დღეობით ინგლისის ოთხ პროფესიულ ლიგაში, ჯამში 13 შოტლანდიელი მწვრთნელი მუშაობს, აქედან ექვსი პრემიერლიგაში. შოტლანიაში ორი სახის დაჯილოდოვება არსებობს, “შოტლანდიის საუკეთესო მწვრთნელი ჟურნალისტთა ვერსიით” და “შოტლანდიის საუკეთესო მწვრთნელი პროფესიული საფეხბურთო ასოციაციის ვერსიით”. პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელის წოდება (რომელიც 1993 წლიდან მიენიჭებათ მწვრთნელებს), შოტლანდიელ მწვრთნელს მოგებული აქვს 11 ჯერ (9 ფერგიუსონი, 1 დალგლიში, 1 ბარლი). LMA-ს ვერსიით წლის საუკეთესო მწვრთნელი შოტლანდიელი გახდა ექვსჯერ (3 მოიესი, 2 ფერგიუსონი, 1 ბარლი).

ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ გათამაშებაში, ბრიტანეთიდან მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ჰიბერნიანმა  და შესბამისად გახდა პირველი ბრიტანული გუნდი, რომელმაც ამ ტურნირში იასპარეზა. გუნდს შოტლანდიელი ჰიუ შოუ ხელმძღვანდელობდა, მაგრამ

ჯოკ სტინი და ფერგიუსონი

შოუ არ გახლდათ ერთადერთი ბრიტანელი მწვრთნელი ტურნირზე, ინგლისელი ბილ გრომლი ბელგიური ანდერლეხტის ღირსებას იცავდა. პირველი ბრიტანელი კი რომელმაც ეს ტურნირი მოიგო, სწორედ შოტლანიელი გახლდათ, ჯოკ სტინმა 1967 წელს ლისაბონში ერერას ლეგენდარული ინტერი დაამარცხა. სამ შოტლანდიელ მწვრთნელს აქვს მოგებული ევროპის საუკეთესო საკლუბო გათამაშება, სტინს 1967 წელს, ბაბის 1968 და ფერგიუსონს 1999, 2008. დამარცხებულან ორჯერ 1970, 2009.

ჯიმ მაკლინი ყოფილი დანდი იუნაიტედის მწვრთნელი, ჟურნალისტმა დანკან ქასელსმა, თავის ერთ-ერთ სტატიაში ჟოზე მაურინიოს დაუკავშირა “მაკლინი იყო პიონერი ტაქტიკოსი, რომელის თანამედროვე მაგალითი მაურინიოა”. ჯიმ მაკლინიმა და ფერგიუსონმა შექმნეს ე.წ. “ნიუ ფირმი” შოტლანიის ჩემპიონატში, ისინი ამავდროულად ახლო მეგობრები იყვნენ. მაკლინი იხსნებდა – “ერთ დღეს როდესაც კაფეში შევედი, მას მოვკარი თვალი და უცებ გავიგონე მისი ხმა: “შენ გჭირდები მე, გჭირდები” რაში მჭირდები? ვუპასუხე მე,  “იმაში, რომ დავამარცხო სელტიკი და რეინჯერსი და მე მჭირდები იმსთვის, რომ დაამარცხო სელტიკი და რეინჯერსი. ამის შემდეგ ჩემპიონატს და თასს აუცილებლად მოვიგებთ” და ის მართალი იყო”.

მაკლინის დანდი იუნაიტედს, უამრავი კონტინენტური გრანდი ყავს დამარცხებული შინ და გარეთ. მისი პირველი მიღწევა იყო 1984 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალი, სადაც მაკლინის გუნდი რომის (ფინალის მასპინძელი ქალაქი) რომას შეხვდა. სადაც ორ რაუნდიან დაპირისპირებაში, მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის (ვითომდა იტალიელებს დანდიში მოგებული თამაშის შემდეგ მან შუა თითი აჩვენა და წარმომავლობა შეუგინა) და მსაჯის დახმარებით გამოვარდა. მსაჯმა დისკვალიფიკაცია მიიღო, რომამ კი გრობელაარის არაორდინალური მოძრაობაბი ფინალში. შემდეგ 1987 წლის უეფას თასის მეოთხედფინალში ბარსელონა დაამარცხეს, ნახევარფინალში მიონხენგლადბახი და ფინალი დათემს გოტებორგთან.

შოტლანდიური სამწვრთნელო სისტემის პირველი დონის მოსამზადებელი კურსები, შეგიძლიათ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეთში გაიაროთ. მარტო გლაზგოს ათზე მეტი მოსამზადებელი ცენტრი აქვს. მიღება ხდება ელემენტარულად, გასაუბრებისა და ანკეტის შევსების საშუალებით. შოტლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო საქმის პედაგოგი და სპეციალისტი გახლავთ მალკომ კუკუი. ის და ალექს ფერგიუსონი ერთ ქუჩაზე არიან გაზრდილები გოვანში და  ახლო მეგობრობა აკავშირებთ. მუშაობდა ჰადერსფილდში, დონკასტერში და ლივერპულში, კენი დალგლიშის დროს. გამოცემული აქვს რამოდენიმე ბესტსელერი სამწვრთნელო საქმის შესახებ. არის ინოვაციური სამწვრთნელო მეთოდის Freeflow-ს ავტორი. ჩატარებული აქვს ტრეინინგ კურსები ოცდაათამდე პრო კლუბში მათ შორის, მანჩესტერში (იუნაიტედში), სანდერლენდში, ნიუკასლში და ლივერპულში. თანამშრომლობდა ინგლისის, შოტლანდიის, ირლანდიის, საფრანგეთისა და მალტის საფეხბურთო ასოციაციებთან.

შოტლანდიის დასავლეთით, ჩრდილოეთ ეირშირში, არის პატარა ქალაქი სახელად ლარგსი – ალბათ ეს ფაქტი არაფერს გეუბნებათ. მაგრამ თუ გეტყვით იმას, რომ ჟოზე მაურინიო ლარგსის სამწვრთნელო კურსების პრდოუქტია, მშინვე ნათელი მოეფინება ყველაფერს. მაურინიო ლარგსში კარიერის დასაწყისში ჩავიდა (90 იანების ბოლოს) და 2000 წელს დაამთავრა სწავლა. მისი თქმით, მისი პირველი კარიერული ნაბიჯი სწორედ ლარგსის კურსები იყო. არამარტო მაურინიოს გადაუკრავს ლარგსის პაბში პინტა, არამედ ფაბიო კაპელოს, არიო საკის, კარლოს კერიუშს და თვით შავ მარგალიტს ეუსებიოსაც კი (თუმცა ვერ ვხვდები ამ უკანასკნელს იქ რა უნდოდა). ჟოზემ ლარგსში თავის საქმე ხუთიანზე შეასრულა და უეფას პრო ლიცენზიით დაბრუნდა სამშობლოში.

რაც შეეხება შოტლანდიელ მწვრთნელთა ნაკრებში მუშაობას, ერთადერთი სახელოვანი მწვრთნელი, რომელმაც ნაკრებში სრულფასოვნად იმუშავა გახლდათ ჯოკ სტინი და მისი შოტლანდია მართლაც ძლიერი გუნდი იყო. ფერგიუსონს, დოჰერტის და ბასბის აქვთ ნაკრებში ნამუშევარი ოღონდ პერიოდულად (მაქსიმუმ 1 წელი), შნეკლის საერთოდ არ მოურგია ლურჯი ფერის სამოსი, არც მაკლინს, არც დალგლიშს.

შოტლანდიელ მწვრთნელთა მონაგარი ევრო ტურნირებზე:

ჩემპიონთა თასი/ლიგა: 1967 (სტინი), 1968 (ბასბი), 1999 (ფერგიუსონი), 2008 (ფერგიუსონი)

- წაგებული: 1970 (სტინი) 2009 (ფერგიუსონი) 2011 (ფერგიუსონი)

თასების თასი: 1972 (უოდელი), 1983 (ფერგიუსონი), 1991 (ფერგიუსონი), 1994 (გრემი)

- წაგებული: 1960 (სიმონი), 1966 (შენკლი), 1967 (სიმონი), 1995 (ჰიუსტონი)

უეფას თასი:  1973 (შენკლი)

- წაგებული: 1987 (მაკლინი), 2008 (სმიტი)

ჯამში: შოტლანდიელ მწვრთნელებს მოგებული აქვთ 9 ევრო თასი. წაგებული აქვთ 7 ფინალი

შოტლანდიელ მწვრთნელთა შესახებ გამოცემულია წიგნი სახელად TEAM MANEGMENT Scotland’s Great Ftootball Bosses

ჯიმ მაკლინი

სამწვრთნელო საქმეში შოტლანდიელთა წარმატებულობას ზოგი მათ ცხოვრების სტილს უკავშირებს, ზოგი ხასიათს, ზოგი რას და ზოგი რას. მაგრამ ფაქტი ერთია, შოტლანდიის მოსახლეობა 5 მილიონს შეადგენს, ამის ფონზე შოტლანდიას ბევრი კვალიფიცირებული სპეციალისტი და ბევრი საკამოდ მაღალი დონის მწვრთნელი ყავს, დღეს-დღეობითაც კი. დავივიწყოთ ჩამოთვლილი გვარები და ლეგენდები..  როდესაც მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ლიგაში, ექვსი მწვრთნელი ერთი კუთხის წარმომადგენელია, ეს ძალიან ბევრ რამზე მეტყველებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.