გარეტ ზაზაევიჩი

გარეტ საუთგეიტი ახალ პოსტზე
გარეტ საუთგეიტი ახალ ამპლუაში მოგვევლინა. იგი ამაყად აცხადებს, რომ შეძლებს ინგლისის ნაკრებსა და ინგლისურ საკლუბო ფეხბურთს შორის კავშირის დამყარებას, ხიდების აშენებას, ურთიერთობების გათბობას და ა.შ. მაგრამ ეს გეგმის მხოლოდ მცირედი ნაწილია.
მოკლედ, ნაციონალურ საფეხბურთო ცენტრში, რომელიც ამჟამად ბარტონში (ტრენტზე) დისლოცირდება, აქვს ესეთი დარგი სახელად “ელიტ განვითარების პროგრამა” რომლის თავკაცადაც მოგვევლინა საუთგეიტი. ის ამბობს, რომ ინგლისმა უნდა აღზარდოს და აქცენტი უნდა გააკეთოს ისეთ ფეხბურთელებზე, რომლებსაც შეეძლებათ ბურთის დაჭერა, ექნებათ კარგი ტექნიკა და იქნებიან კრეატიულები. მაგალითისთვის ესპანეთის ნაკრები და ბარსელონა მოჰყავს და მათ მოდელზე გადასვლის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი სამუშაო არ იქნება ლოკალური, გარეტი მოედება მთელ ევროპას, იქნება პირველი მისიონერი ესპანეთში, რომელიც ფასდაუდებელ ინფორმაციას ჩაიტანს კუნძულზე და როგორც იქნა! ამ ნაკრებსაც ეშველება რამე.
ერთხელ პელემ თქვა ჯიმ ბაქსტერზე, სად გყავდათ ეს კაცი, სად მალავდითო? და ჟურნალისტმა რეინჯერსშიო მიუგო. ანალოგიური შემთხვევაა აქაც, სად გყავდათ საუთგეიტი, სად მალავდით? მიდლსბროში? ყოვლად გაუგებარია..
საუთგეიტის აზრით, მწვრთნელები როდესაც ფეხბურთელებს ნაკრებში უშვებენ, ისინი მათ არ აძლევენ სრულ თავისუფლებას და მითითებებით უბღალავენ ეროვნულ ღირსებას. სწორედ ამიტომ გარეტ მართალი აპირებს, პრემიერლიგის მწვრთნელთა დარწმუნებას იმაში, რომ ნაკრებში საშიში არაფერი, რომ ისინი 100% ით უნდა ენდონ ფეხბურთელებს და არანაირი შეზღუდვა არ დაუწესონ. ანუ როდესაც ჯეკ უილშირი სანაკრებო თამაშისას დაიმტვრევა, საუთგეიტის “ვწუხვარ” არსენ ვენგერს გულზე მალამოდ მოხვდება.
მისი აზრით, ინგლისელ ფეხბურთელთა 50% დღეს ნაკრებში ძალით თამაშობს (და ამაში 100% ვეთანხმები). იგი აპირებს ახალგაზრდებთან ისეთი სახის ფისქოლოგიური სამშაოს ჩატარებას და ისეთი იდეოლოგიის დანერგვას, რაც შედეგს გამოიღებს. ფეხბურთელები სიამოვნებით და ენთუზიაზმით მოირგებენ “სამ ლომს” გულზე.
როდესაც საუთგეიტი სტივ გიბსონმა მიდლსბროდან დაითხოვა, უმალვე დაიწყო მუშაობა ITV-ზე პანდიტად, სადაც სანაკრებო თამაშების და ჩემპიონთა ლიგის სეგმენტი ებარა (სადაც პირდაპირ ეთერში მსუბუქად აგინებდა ხოლმე ხალხს, მაგალითად ედგარ დავიდსს სლოვენიასთან თამაშის წინ), დაკავებულია კიდევ სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობით.
“ჩემი სამუშაო არის გრძელვადიანი, მე შევეცდები დავამყარო კავშირი პრემიერლიგას, საფეხბურთო ლიგასა და მწვრთნელთა ლიგას შორის. მწვრთნელებმა უნდა იცოდნენ, რომ ინგლისი ნაკრებში თამაში არ არის ცუდი. ინგლისის ნაკრები ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივართათვის, თუ ინგლისი იქნება წარმატებული, ეს დიდ და პოზიტიურ გავლენას მოახდენს საკლუბო ფეხბურთზე.”
საუთგეიტის ძირითადი საქმე იქნება ის, რომ ეწვიოს კლუბებს, მათ აკადემიებს, კონსულტაცია გაიროს მწვრთნელაბთან, მიიღოს ინფორმაცია ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და შემდეგ მისი ეს მოხსენება, მოხვდება ბრუკინგის ნაციონალურ ფეხბურთის ცეტრში. სადაც გადახარისხდება, ვასო ჩორგოლაშვილის კაბინეტში დაიდება და ბოლოს წვერავა წაიღებს ჯარში. მაგრამ ყველაზე სასაცილო ამ ისტორიაში ის არის, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია მართლა დარწმუნებულია იმაში, რომ ეს საქმიანობა შედეგს გამოიღებს.
ასეთი საქმისთვის საჭირო კვალიფიკაცია გარეტ საუთგეიტს არ ააქვს. ის უბრალოდ კეთილი გულის მორიგი ინგლისელი (ექს) ფეხბურთელია, რომელიც ღრუბლებში დაფრინავს და საერთოდ წარმოდგენა არ ააქვს ამ საქმეში რა როგორ კეთდება. ადამიანი ვერ ხვდება იმას, რომ “ელიტარული განვითარების პროგრამა” ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში პენალტს ვერ გაიტანს.











რაც არ უნდა იყოს, წინგადადგმული ნაბიჯია (იმედია)
კარგი სტატიაა : )
Lennon7
April 3, 2011 at 7:06 pm
მადლობა : )
კი ზოგადად იდეა კი კარგია, მაგრამ შემსრულებელი და დეტალებია საჭიროებს ჩასწორებას, თუმცა ვნახოთ დაველოდოთ რა გამოვა : )
pirtskhelani
April 3, 2011 at 9:00 pm
შენ რას გვთავაზობ?
Apollo18
April 4, 2011 at 10:29 am
მე ამ შემთხვევაში შემფასებელი ვარ, შეთავაზება და უკეთესის მოფიქრება საუთგეიტზე ზემდგომი პირების საქმეა : ).
ისე კი, ჩემი აზრით სხვა რეპუტაციის და აბოსლიტურად სხვა კვალიფიკაციის ადამიანი უნდა იყოს მაგ პოსტზე.
pirtskhelani
April 4, 2011 at 8:58 pm