ნილ უორნოკი – ინგლისის ნაკრების მწვრთნელი

ნილ უონორკი
”მე მახსოვს ის დღე, როდესაც მათ იან ოგე ფიორტოფტი და ბრაიან დინი გაყიდეს. ეს ჰგავდა იმ შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტ კენედის ესროლეს”
იმ მატჩის მსაჯობა, რომელშიც ნილ უორნკის გუნდი მონაწილეობს – ყველაზე დიდი უბედურება რაც კი შეიძლება მსაჯს გადახდეს კარიერაში. სამხრეთ იორკშირში არის ძალიან ძველი ქალაქი, ქალაქი სადაც საკლუბო ფეხბურთის აკვანი დაირწა, მუშათა ქალაქი, შონ ბინის, ჯო კოკერის, გორდონ ბენქსის ქალაქი, ქალაქი სადაც ომის დასრულების შემდეგ ნიულ უორნოკმა ფეხი აიდგა , შეფილდი! “თუ რაიმე ცუდად მიდის, ჩვენ ვამბობთ ამას. ნამდვილი იორკშირელია, პორტუგალიური აქცენტით”
“ცხოვრებაში გჭირდება ამბიცია, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მე გამიჩნდა ახალი. მე მინდა ვიყო ინგლისის ნაკრების მწვრთნელი”
ნილ უორნოკი ინგლისურ ფეხბურთში 90იანი წლების დასაწყისში თავის ჰადსერფილდით გამოჩნდა, სახელი გაითქვა იმ კონცერტით რომელიც მან ლიდს როუდის გასახდელში მოაწყო. მთელი ათწლული გაატარა გუნდებში სადაც ავტობუსის მძღოლი, მწვრთნელი, გრანუნდს მენი, მშობელი, დირექტორი, სკაუტი, მზარეული, “ფან შოპის” ჯიხურის მოლარე, ყველაფერი თვითონ იყო. მაგრამ ამდენი ტანჯვისა და Read the rest of this entry »
უელსი კლავს
ინგლისელები, შოტლანდიელები, ოლსტერები და ულესელები შეიკრიბნენ დროშის საკითხზე. ყველამ თავის სიმბოლო ჯვარი გადმოიღო და დადო, უელსის ჯერი დადგა. უელსელებმა “იუნიონ ჯეკს” დაადედს დიდი წითელი დრაკონი. გასაგებია რომ სიმბოლოა, მაგრამ რა დრაკონი.. ხო გაქვს ალტერნატივის უფლება. მაგრამ უელსელებს დღემდე დროშაზე აქვთ წითელი დრაკონი.
უელსის ნაციონალური ჰიმნი ‘Hen Wlad Fy Nhadau’ იგივე ‘Land of My Fathers’ უფრო საშობაო სიმღერად აღქვავს ადამიანი, ვიდრე რომელმიე ქვეყნის ჰიმნად და თითქმის არაფრით არ განსხვავდება, შოტლანდიური ძველი საახალწლო სიმღერისგან Auld Lang Syne. უელსს პოლიტიკური თავისუფლება 1282 წლიდან არ ღირსებია, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ 1282 წლიდან უელსს ლონდონი მართავს. ეკონომიკა ჯოგინგის მოყვარულებზე დგას, ეს იმას ნიშნავს რომ ეკონომიკა არ ააქვთ.
დედოფალი ვიქტორიადან მოყოლებული უელსის ნაციონალური, დაშტამპული, დამტკიცებული სპორტია რაგბი. რა შედეგი აქვთ უელსელებს რაგბის მსოფლიო ჩემპიოანტზე: 1987 - ნახევარფინალი, 1991 – ჯგუფში ჩარჩნენ, 1995 – ჯგუფში ჩარჩნენ, 1999 – მეოთხედფინალი, 2003 – მეოთხედფინალი, 2007 – ჯგუფში ჩარჩნენ. არადა ზედ აკვდებიან რაგბის, მილენიუმიც კი აუშენეს ამ სპორტს, თან ისე, რომ უემბლიზე თითქმის ათჯერ იაფი დაუჯდათ და თუ არ აღემატება არაფრით არ ჩამოუვარდება ინგლისური ფეხბურთის სიმბოლოს. მილენიუმის აშენებას მოჰყვა საზარელი და ყოვლად შეურაცხადი აქტი. არავინ, დედამიწის ზურგზე არავინ არ დაანგრევა “ნინიან პარკს” უელესლების გარდა. ნინიან პარკი იყო ბოლო, ხელშეუხებელი და ლეგენდად ქცეული ციხესიმაგრე ბრიტანეთში, პატარა კუბა. უელსური ფეხბურთის სიმბოლო და მართლა მაგარი სტადიონი, რომელის ადგილზეც დღეს სახლებს აშენებენ. კარდიფი თითქმის მთელი 100 წელი თამაშობდა ნინიანზე და დღეს რაღაც, ახლად აშენებულ, მოდერნიზებულ ასანთის კოლოფში თამაშობს.
უელსურ სამზარეულოზე ბევრს ვერ დავწერთ, რადგან ინგლისურისგან განსხვავებით, როგორც ესეთი ‘უელსური სამზარეულო’ ბუნებაში ეგეთი რამე არ არსებობს. ეხლავე მიხვდებით რატომ, ეს არის ერთ-ერთი ცნობილი უელსური ნაციონალური კერძი . ან Read the rest of this entry »
შოტლანდიური სამწვრთნელო საქმე, ანუ “ბოსების” სამჭედლო

სამი მეფე
ბევრ დიდებულ პერსონას გადაულახავს “ადრიანას კედელი”, ჩასულა მანჩესტერში, ლივერპულში, ლონდონში და სასწაული მოუხდენია. სულაც დარჩენილა გლაზგოში და კიდევ უფრო ჩრდილოეთით დანდიში. მეტ ბასბი, ბილ შენკლი, ჯოკ სტინი, ჯიმ მაკლინი, ალექს ფერგიუსონი, ტომი დოჰერტი, კენი დალგლიში – ეს იმ მწვრთნელთა ჩამონათვალია, რომლებიც ბრიტანული ფეხბურთის სიმბოლოებად იქცნენ, ზოგი მათგანი დღემდე ცოცხალი სიმბოლოა.
შოტლანდიელ მწვრთნელთა უმეტესობას აქვს ერთი თვისება, ისინი არ მიდიან გუნდიდან მანამ, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანენ. სანამ არ დაინახავნ, რომ გუნდში საჭიონი აღარ არიან. თავიდან მოვყვეთ: სელტიკის პირველი მწვრთნელი, უილ მეილი გუნდს 43 წელი ედგა სათავეში (1897—1940), რიგით მესამე მწვრთნელი ჯიმი მაკგრორი 20 წელი. რეინჯერსს ბილ სტრუთი 34 წელი თავკაცობდა (1920-1954), მეტ ბასბი მანჩესტერ იუნაიტედს ჯამში 25 წლის მანძილზე ედგა სათავეში (1945-69, 1970-71). ბილ შენკლიმ ლივერპულის შენებას 15 წელი მოანდომა (1959-74), ტომი დოჰერტი ესე დიდი ხნით, არსად გაჩერებულა, მაგრამ თითქმის 20 წელიწადი იმუშავა ინგლისის ტოპ დივიზიონის გუნდებში (ჩელსი, ქპრ, მანჩესტერი და ა.შ.), ჯიმ მაკლინი 22 წელი იდგა დანდი იუნაიტედის სამსახურში (1971-93) და ბოლოს ალექს ფერგიუსონი, აგერ უკვე ოცდამეხუთე სეზონი იწურება მას შემდეგ, რაც პირველად შედგა ფეხი კერინგტონის ბაზაზე.
დღეს დღეობით ინგლისის ოთხ პროფესიულ ლიგაში, ჯამში 13 შოტლანდიელი მწვრთნელი მუშაობს, აქედან ექვსი პრემიერლიგაში. შოტლანიაში ორი სახის დაჯილოდოვება არსებობს, “შოტლანდიის საუკეთესო მწვრთნელი ჟურნალისტთა ვერსიით” და “შოტლანდიის საუკეთესო მწვრთნელი პროფესიული საფეხბურთო Read the rest of this entry »
გარეტ ზაზაევიჩი

გარეტ საუთგეიტი ახალ პოსტზე
გარეტ საუთგეიტი ახალ ამპლუაში მოგვევლინა. იგი ამაყად აცხადებს, რომ შეძლებს ინგლისის ნაკრებსა და ინგლისურ საკლუბო ფეხბურთს შორის კავშირის დამყარებას, ხიდების აშენებას, ურთიერთობების გათბობას და ა.შ. მაგრამ ეს გეგმის მხოლოდ მცირედი ნაწილია.
მოკლედ, ნაციონალურ საფეხბურთო ცენტრში, რომელიც ამჟამად ბარტონში (ტრენტზე) დისლოცირდება, აქვს ესეთი დარგი სახელად “ელიტ განვითარების პროგრამა” რომლის თავკაცადაც მოგვევლინა საუთგეიტი. ის ამბობს, რომ ინგლისმა უნდა აღზარდოს და აქცენტი უნდა გააკეთოს ისეთ ფეხბურთელებზე, რომლებსაც შეეძლებათ ბურთის დაჭერა, ექნებათ კარგი ტექნიკა და იქნებიან კრეატიულები. მაგალითისთვის ესპანეთის ნაკრები და ბარსელონა მოჰყავს და მათ მოდელზე გადასვლის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი სამუშაო არ იქნება ლოკალური, გარეტი მოედება მთელ ევროპას, იქნება პირველი მისიონერი ესპანეთში, რომელიც ფასდაუდებელ ინფორმაციას ჩაიტანს კუნძულზე და როგორც იქნა! ამ ნაკრებსაც ეშველება რამე.
ერთხელ პელემ თქვა ჯიმ ბაქსტერზე, სად გყავდათ ეს კაცი, სად მალავდითო? და ჟურნალისტმა რეინჯერსშიო მიუგო. ანალოგიური შემთხვევაა აქაც, სად გყავდათ საუთგეიტი, სად მალავდით? მიდლსბროში? ყოვლად გაუგებარია..
საუთგეიტის აზრით, მწვრთნელები როდესაც ფეხბურთელებს ნაკრებში უშვებენ, ისინი მათ არ აძლევენ სრულ თავისუფლებას და მითითებებით უბღალავენ ეროვნულ ღირსებას. სწორედ ამიტომ გარეტ მართალი აპირებს, პრემიერლიგის მწვრთნელთა დარწმუნებას იმაში, რომ ნაკრებში საშიში არაფერი, რო Read the rest of this entry »
მიდლსბრო კოტეჯზე

სტივ მაკლარენი
უეფას თასის ფინალამდე, რამოდენიმე დღით ადრე, სიტვ მაკლარენის მიდლსბრო ლონდონს, კერძოდ კი ფულემის “კრევინ კოტეჯს” ეწვია. ინგლისის ტოპ დივიზიონის უკანასკნელი გუნდი, რომლის განავხადში არცერთი ნაკრების წევრი არ იყო, სწორედ ეს მიდლსბრო გახლავთ. არც ძირითად შემადგენლობაში და არც სათადარიგოთა სკამზე, “ინთერნეიშნალის” ჭაჭანება არ იყო.
ბოროს სასტარტო ესეთი იყო: ტურნბული, დევისი, ბეტსი, უედერი, ტეილორი, მორისონი, კატერმოლი, კენედი, ჯონსონი, გრემი, კრისტი. სათადარიქოდა სკამი: კუპერი, კრედოკი, უოლკერი, ნაითი, მაკმაჰონი.
პირველი ფეხბურთელი ამ შემადგენლობიდან, რომელიც ნაკრებში გამოიძახეს, გახლდათ ჯეიმს მორისონი, როდესაც მას 2007 წლის აგვისტოში ალექს მაკლი Read the rest of this entry »
გოლი და ცრემლები

ფაბრიციო მიკოლი
ალბათ ყველაზე მძაფრი რეაქცია მას შემდეგ, როდესაც ფეხბურთელი თავის ყოფილ გუნდს, ან უბრალოდ იმ გუნდს უტანს, რომელსაც ბავშობიდან ქომაგობდა.
2011 წლის, 6 თებერვალს, ლეჩემ საკუთარ “ვია დელ მარიზე” პალერმო მიიღო, მატჩი 1:1 დასრულდა. პალერმოდან გოლი ფაბრიციო მიკოლიმ გაიტანა, გოლი არ აღუნიშნავს, რაც სასვებით ნორმალურია და ძალიან ბევრი შემთხვევა გვახსოვს ასეთი. მაგრამ მიკოლიმ, არამცთუ არ აღნიშნა, თავი ჩაქინდრა და ლამის ატირდა.
პალერმოს მწევრთნელმა დელიო როსიმ (რომელიც სულ რამოდენიმე დღეა რაც პალერმოდან გაუშვეს) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მიკოლი მთელი დღე უხასიათოდ იყო. ასევე გავრცელდა ხმები, რომ მიკოლიმ გასახდელში იტირა ამ ფაქტის გამო, შემდეგ ეს ყოველივე თვითონ მიკოლიმ დაადასტურა – “ეს სიმართლეა, დავიწყე ტირ Read the rest of this entry »
პრემიერლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ლეგიონერი
1) ტიერი ანრი, დაიბადა 1977 წელს ესონაში, საფრანგეთი. 1999 წელს, 11 მილიონ ფუნტად, იუვენტუსიდან გადავიდა არსენ ვენგერის არსენალში. გახლავთ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (226). პრემიერლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით ჩამორჩება მხოლოდ ალან შირერს. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში გატანილი აქვს სარეკორდი 51 გოლი და 10 გოლით უსწრებს მეორე ადგილოსან მიშელ პლატინის. ტიერი ანრიმ, ბრიტანეთი 2007 წელს დატოვა და შეუერთდა კატალონიის ბარსელონას, სადაც სამი სეზონი დაყჰო, დღეს იგი ნიუ იორკ რედბულის ღირსებას იცავს.
2) პაოლო დი კანიო, დაიბადა 1968 წელს რომში. დი კანიოს პირველი გამოჩენა ბრიტანეთში უკავშირდება სელტიკს, 1996–1997 წლების სეზონი სოწრედ გლაზგოში გაატარა. პრემიერლიგაში მისი პირველი გუნდი გახლდათ შეფილდ უენსდეი, სწორედ შეფილდური გუნდის რიგებშში გამოსვლისას მოხდა ის ცნობილი ინციდენტი არსენალთან, როდესაც მან რეფერის ხელი კრა. 1999 წელს გადავიდა ვესტ ჰემ იუნაიტედში და იქცა ამ გუნდის ლეგენდად, დასამახსოვრებელია მისი გოლები ჩელსის წინააღმდეგ, უიომბლდონის წინააღმდეგ და ასევე, ფეირ პლეის ნამდვილი ნიმუში, ევერტონთან. ვესტ ჰემში ის თამაშობდა როგორც თავდამსხმელზე, ასევე მარცხენა ხაზისკენ ღრმად დაწერულ ფორვარდზე. ბოლო ინგლისური კლუბი მისთვის იყო ჩარლტონ ატლეტიკსი, სულ ერთი სეზონი დაჰყო ჩარლტონში 2003-04 და 2004 წელს მშობლიურ ლაციოს შეუერთდა. სულ პრემიერლიგაში ჩატარებული აქვს 190 მატჩი, გატანილი აქვს 67 გოლი. პაოლო დი კან Read the rest of this entry »
ყველაზე დიდი პაუზა

ფრედი სირსი
2008 წლის მარტში, ვესტ ჰემ იუნაიტედის აკადემიის ლეგენდარულმა ბოსმა ტონი კარმა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ალან კრებიშლი დაარწმუნა, რომ სარეზერვო გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, ფრედი სირსი, დიდ გუნდში მოსინჯვას იმსახურებდა. კერბიშლი ენდო კარის ავოტრიტერს და 2008 წლის, 15 მარტს, 18 წლის სირსი ბლექბერნის წინააღმდეგ მატჩში, ნორბერტო სოლანოს ნაცვლად შეიყვანა. მოედანზე შესვლიდან, ზუსტად ხუთ წუთში, სირსმა თავის სადებიუტო გოლი გაიტანა ვესტ ჰემის მაისურით. არასოდეს დამავიწყდება მისი გოლის აღნიშვნა და ამ სელებრეიშენზე ტრევორ ბრუკინგის სახე.
მეორე გოლი ჰამერებისთვის, ჰონჩარჩელმა, უკვე 21 წლის ასაკში გაიტანა, ვულვზის წინააღმდეგ. 2011 წელს, ახალი წლის დღეებში. ბრიტანელი ჟურნალისტები თვლიდნენ, რომ ეს იყო ყველაზე დიდი პაუზა ინგლისურ ფეხბურთში, სადებიუტო და მეორე გოლს შორის. სადებიუტო გოლიდან, მეორე გოლამდე, ფრე Read the rest of this entry »
ბრიტანული ფეხბურთის, ყველა დროის 10 საუკეთესო მეკარე
1) გორდონ ბენქსი, ბრიტანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა. დაიბადა 1937 წელს, შეფილდში. კარიერა ჩესტერფილდში დაიწყო, თამაშობდა ლესტერში (1959—1967), სტოკში (1967–1972). ინგლისის ნაკრების ღირსებას იცავდა ცხრა წელი (1963–1972), ჩატარებული აქვს73 მატჩი. 1970 წლის მექსიკი მუნდიალზე, ინგლისისა და ბრაზილის ნაკრებების დაპირისპირებისას, მან მოიგერია პელეს თავური დარტყმა – საკულტო მომენტი, ბენქსი კარიერასა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.
2) ბერტ ტრაუტმანნი, დაიბადა 1923 წელს, ბრემენში. მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა “ლუფტვავეში” და 1945 წელს ბრიტანელებს ტყვედა ჩაუვარდათ. 1948 წელს გაანთავისუფლეს და მოთხოვეს გერმანიაში დაბრუნგება, მაგრამ ტრაუტმანმა სამშობლოში გამგზავრებას, ლანკაშირში ცხოვრება არჩია. გახლავთ ბრიტანული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი, 1949–1964 წლებში იცავდა მანჩესტერ სიტის ღირსებას, სიტის მაისურით ჩატარებული აქვს 500 ზე მეტი შეხვედრა. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მის კარიერაში გახლდათ, 1956 წლის ინგლისის ასოციაციის თასის Read the rest of this entry »
ინგლისის ნაკრები მუნდიალზე – 27.07.2010
თუ დედამიწაზე ვინმეს ჰგონია, რომ ინგლის ნაკრები მხოლოდ იმიტომ გამოეთიშა მუნდიალს, რომ ლამპარდს გოლი არ ჩაუთვალეს, მას პირდაპირ ვეტყვი, რომ ამაზე სასაცილო სულ მსოფლიოში რამოდენიმე რამ არის – „ჰარტ ლოკერის“ ექვსი ოსკარი, სტივენ სიგალის მზერა ფილმიდან “ბნელეთის წინააღმდეგ” და ჯონი ევანსი. ეს არამც და არამც პირველი არ გეგონოთ, ასეთი “კლოუნადების” დადგმაში ინგლისის ნაკრებს დიდი გამოცდილება აქვს, მეტიც, ხელოვანია.
მაგრამ ეს წლევანდელი წარმოდგენა, მაინც გამორჩეულია იმით, რომ ინგლისს, მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში, არასოდეს დამარცხებულა ასეთი სხვაობით . თუმცა, კაპელომ და მისმა კოლექტივმა ეს მოახერხეს და ერთ-ერთი უდავოდ საუკეთესო შოუ მოაწყვეს ამ ნაკრების არსებობის ისტორიაში. თვით ცხონებულ უოლტერ უინტერბოტომსაც (ინგლისი ნაკრების მწვრთნელი 1947–1963 წლებში) კი შეშურდებოდა ისეთი.
ახლა გადავიდეთ უშუალოდ ჩემპიონატზე და იმ პრობლემებით დავიწყოთ, რაც ფაბიო კაპელოს წინაშე ჩემპიონატამდე იდგა.
1) სელექცია
პირველი სერიოზული დარტყმა ეს იყო მუნდიალამდე სამი თვით ადრე დევიდ ბექჰემის დამტვრევა, ხოლო მეორე სერიოზული საკადრო პრობლემა ნაკრებს, უკვე აფრიკაში შეექმნა, როდესაც ემილ ჰესკის მეოხებით გუნდის კაპიტანი, რიო ფერდინანდი დაშავდა და თამაში ვეღარ შეძლო. რიოს შემცვლელი უმალვე გამოუჩნდა, მწვანე კონინენ Read the rest of this entry »











